რეზონანსი
07.10.2026

თუ ექნება ევროკომისიას ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, შეუფერხებლად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო პირნათლად ასრულებს ვალდებულებებს.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა არჩეული, მთავარია, რომ ვიხილოთ სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა ევროკომისიის მხრიდან. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ გვაქვს გაცხადებული ჩვენი პოლიტიკური სურვილი, ჩვენი პოლიტიკური ნება, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს გზას ევროინტეგრაციის მიმართულებით. თქვენ იცით, რომ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე, ვალდებულებების 90 პროცენტი არის შესრულებული. ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს. იცით, რა მდგომარეობაა საქართველოში, რამდენად ვუსწრებთ წინ ათასი ნაბიჯით როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას, სხვა კანდიდატ ქვეყნებს, დანარჩენი უკვე არის ჯანსაღი დამოკიდებულების ამბავი. თუ ექნება ევროკომისიას ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, შეუფერხებლად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ინტეგრაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×