რეზონანსი
07.10.2026

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას შავ ზღვაზე შექმნილი ვითარება განიხილა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის აპარატი ავრცელებს ინფორმაციას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ  ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზი გაუსვა შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მიმართული ძალისხმევის მნიშვნელობას. მისივე თქმით, თურქეთი ყოველთვის მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი კონტაქტის დამყარების მცდელობებს შეუერთდეს.

ცნობისთვის, შავ ზღვაში, ბულგარეთის ეკონომიკურ ზონაში დრონებმა ორ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×