რეზონანსი
07.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მალე დასრულდება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე საბრძოლო მოქმედებების დასრულების აშკარა ნიშნები არ ჩანს.

ტრამპმა აღნიშნული განცხადება იმ დროს გააკეთა, როდესაც იმ საერთაშორისო კონფლიქტებზე საუბრობდა, რომელთა მოგვარებასაც, მისი თქმით, მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში მიაღწია.

აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი ადმინისტრაციის პირობებში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მისი შეფასებით, რვა ომი დასრულდა. ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომი მათ შორის „ყველაზე მარტივ“ ამოცანადაც მოიხსენია.

„იქ ბევრი ადამიანი იღუპება. რაც ხდება, აბსურდულია, მაგრამ, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ეს ომი რეალურად დასასრულს უახლოვდება“, - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა საფუძველს ეყრდნობა მისი შეფასება ან რა მიუთითებს კონფლიქტის სწრაფ დასრულებაზე.

უკრაინული მედიის ცნობით, ტრამპი ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ აცხადებდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მალე დასრულდებოდა. ის ასევე არაერთხელ მოუწოდებდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს საერთო ენა ეპოვათ და საბრძოლო მოქმედებების დასრულებაზე შეთანხმებულიყვნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×