
ბაჩუკი ჩხვიმიანი, რომელსაც ნატა ვიბლიანი ყველაზე მძიმე ბრალდებებს უყენებს, YouTube-არხ "სანდო წყაროსთვის“ რეპორტაჟში საკუთარ პოზიციას პირველად ვრცლად ჰყვება.
ჩხვიმიანი ადასტურებს, რომ ნატა ვიბლიანთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა კატეგორიულად უარყოფს არასრულწლოვანი ბავშვის მიმართ ძალადობასა და გაუპატიურებას.
"ეს იყო 16 წლიდან და ჩვენი ურთიერთობა მოხდა 17-ში. ნატა იყო 17 წლის. მე ვიქნებოდი მაშინ 33 წლის.“
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მათ სექსუალური კავშირი, ჩხვიმიანი ამბობს:
"კი, ახლაც ვამბობ მაგას, რომ მთაში მოხდა ეს ჩვენი ურთიერთობა"...
იგი უარყოფს ნატა ვიბლიანზე ბავშვობაში განხორციელებულ ძალადობას და ამბობს, რომ 9 წლის ბავშვთან რაიმე კავშირს გამორიცხავს.
"მდინარის პირას მოხდა ერთი შემთხვევა. კი ბატონო, ეს იყო მესამე შემთხვევა".
თუმცა გაუპატიურების ფაქტს ის არ ადასტურებს. ჩხვიმიანი იხსენებს, რომ წლების წინ მის წინააღმდეგ მსგავსი ბრალდება ნატა ვიბლიანის დედამაც წამოაყენა.
შემთხვევიდან ოთხ დღეში მოზარდის დედამ სახლში დაიბარა, უთხრა, რომ მის სახლში მოზარდზე ძალადობის კვალი იყო და საქმის გარჩევა დაუწყო სახლში. გაგიუპატიურებიაო ჩემი შვილიო და მის მერე იყო ეს, რომ დამაბრალეს, რომ დამიცხრილიაო სახლიო... - ამბობს ის.
კითხვაზე, იყო თუ არა ის იარაღით მისული სახლში, ჩხვიმიანი პასუხობს: "არა, არა, კაცო, რა, რა სისულელე. წივილ-კივილი, ერთი ამბავი ჰქონდათ.“
ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ეპიზოდი სვანეთში ხატზე დაფიცებას უკავშირდება. ბაჩუკი ჩხვიმიანი ამბობს, რომ ნატა ვიბლიანის ბრალდებების საპასუხოდ ხატზე მივიდა და დაიფიცა.
" ეს ცხრა წლიდან ხომ დაიწყო მაგან, რომ იმაზე დავიფიცე, რომ ეს არასწორია, არ იყო ასე, რაც არ მომხდარა. ცხენის მობმაზე დავიფიცე, იარაღით დახვრეტაზე. საქონლის სადგომზე გაუპატიურება - იმაზეც დაფიცული ვარ. სასაფლაოზეც, იმაზეც დაფიცული ვარ. ცხოვრებაში რომ არ გიფიქრია საერთოდ ასეთი რაღაცები - რას ჰქვია ეს, რა სისულელე".
ნატა ვიბლიანი ძალადობაში მხოლოდ ბაჩუკი ჩხვიმიანს არ ამხელს. მის მონათხრობში ფიგურირებენ სხვა პირებიც, მათ შორის ბაჩუკი ჩხვიმიანის ძმა მალხაზი და ბიძაშვილი როდერ ჩხვიმიანი. მალხაზთან დაკავშირებით რეპორტაჟში აღნიშნულია, რომ ნატას მოზარდობის პერიოდში ის ციხეში იმყოფებოდა.
რეპორტაჟში ასევე ჩანს ძალადობაში მხილებული პირების ადვოკატის პოზიცია. ადვოკატის თქმით, ბაჩუკი ჩხვიმიანს კრიმინალური წარსული არ აქვს და მის წინააღმდეგ სხვა დანაშაულში მონაწილეობა არ დასტურდება.
ბაჩუკი ჩხვიმიანი კი ამბობს, რომ სიმართლის დადგენის შემთხვევაში შედეგს არ გაურბის:
ჟურნალისტი: სვანურ სამართალსაც არ ელოდებით?
- მე არა, იმიტომ რომ მე ხატზე დავიფიცე, "ვსიო".
- ელოდებით დაკავებას?
- არ ვიცი. სიმართლე თუ გაჭრის, მაშინ არა...
ambebi.ge