
“ამ დღეებში ძალიან აქტიურობს ერთ დროს კარგი მომღერალი და დღემდე ლამაზი ქალბატონი ირმა სოხაძე, რომელიც ამტკიცებს რომ წინა რეჟიმი იყო სრულიად აუტანელი და სხვა არჩევანი არ დაუტოვეს თუ არა ივანიშვილის მხარდაჭერა,“ - ამის შესახებ საქრათველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს და მომრერალ ირმა სოხაძის ოჯახთან დაკავშირებულ ისტორიას ასაჯაროებს.
“ხოდა ამოვიდა ყელში ამ ტიპის თავდასხმის ატანა და ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი. ირმას მეუღლე რეზო ასათიანი, საბჭოთა რეჟიმის დროსაც კარგად იყო მოწყობილი, ფული არ აკლდა. ხოლო 90-იან წლებში ის გახდა კონტროლის პალატის სუპერ-კორუმპირებული თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მოადგილე და მისი მოლარე, რომლის ფუნქცია იყო ბიზნესებიდან და სახელმწიფო უწყებებიდან ყოველთვიური წილის აკრეფა.
ხოდა ვარდების რევოლუციის შემდეგ მოლაშვილი დაიჭირეს და ეს სოხაძის ქმარიც თან მიაყოლეს. სოხაძე ჩემი ოჯახის წევრის ახლო მეგობარი იყო და ეს ოჯახის წევრი მომიგზავნა. მე კი ძალიან მიყვარდა ჩემი ნათესავი, მაგრამ გამოძიებაში ჩარევა ჩემი მხრიდან გამორიცხული იყო, ვინაიდან ჩემ დროს ნათესაობ-ახლობლობა - ე.ი. ქართული ჯიგრული პონტი საერთოდ არ ჭრიდა, მითუმეტეს იქ სადაც ხალხს და სახელმწიფო ინტერესებს ეხებოდა საქმე.
მე ვამაყობ იმით, რომ ვარდების რევოლუციამ მოსპო ხალხის ხარჯზე ცხოვრების საშუალება და ეს რომ არ გვექნა ჩვენ არც ბიუჯეტი გვექნებოდა, არც დენი და არც მომავალი", - დაწერა სააკაშვილმა.