
ხშირად გვსმენია, თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება უწევს საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის. თქვენ არ გიწევთ ასეთი არჩევანის გაკეთება. ეს ცრუ დილემაა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ წმინდა ანდრიას უნივერსიტეტში (სანგუ) სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა. მან მასწავლებლებსა და მომავალ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა.
„ჩემი გულწრფელი მილოცვა მასწავლებლებს. თქვენი პროფესია უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს არის ის, რაც პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დედაჩემიც და მამაჩემიც ორივე მასწავლებლები იყვნენ. “სანგუ” გვიჩვენებს, რომ შესაძლებელია, ღრმად გქონდეს ფესვები გადგმული საკუთარ ტრადიციაში, მაგრამ ამავდროულად იყო ღია, თანამედროვე და საერთაშორისო კავშირების მქონე. ვფიქრობ, ამაში უფრო ფართო გზავნილია, რომელიც სცდება მხოლოდ „სანგუს“. ხშირად გვსმენია, თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება უწევს საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის. თქვენ არ გიწევთ ასეთი არჩევანის გაკეთება. ეს ცრუ დილემაა. როგორც „სანგუსთვის“, ასევე საქართველოსთვის შესაძლებელია, რომ ღრმად გქონდეს ფესვები გადგმული ტრადიციებსა და ქრისტიანობაში და ამავდროულად, იყო ღია გარე სამყაროსთვის და მიიღო სარგებელი ევროინტეგრაციისგან.
საქართველოსთან დაკავშირებით ბევრი რამ მიყვარს. არ მეშინია, რომ ეს ძალიან ღიად ვთქვა, მიყვარს საქართველო“, - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.