რეზონანსი
06.10.2026

აგვისტოში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად - 8.2%-ით, 295.2 მლნ აშშ დოლარამდე, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა - 5.8%-ით, 33.6 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ცენტრალური ბანკის ცნობით, კლებაში წამყვანი კონტრიბუცია რუსეთიდან მიღებულმა ფულადმა გზავნილებმა შეიტანა წლიური 87.7%-იანი კლებით. 24.9%-იან ზრდას განაგრძობდა ისრაელიდან მიღებული გზავნილები. ევროკავშირიდან გზავნილების ზრდამ წლიურად 3.9% შეადგინა. გზავნილები აშშ-დან 8.2%-ით გაიზარდა.

„აგვისტოში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს 50.8%-იანი წილით ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა, 21.7%-იანი წილით - აშშ და 9.5%-იანი წილით - ისრაელი. რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 1.7%-მდე შემცირდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის (18.7%), გერმანიის (10.6%) და საბერძნეთის (9.6%) მაღალი წილი“, - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×