რეზონანსი
06.10.2026

4 ოქტომბრის დამხობის ორგანიზატორთა მხრიდან დანაშაულის აღიარება ახალი დაპირისპირების მიზეზია ოპოზიციაში. ოპოზიციური პარტიების ნაწილი დანაშაულის მონანიებას მიესალმება, ნაწილი კი მსჯავრდებულებს მწვავედ აკრიტიკებს და მათი მხრიდან პრინციპების ღალატსა და უღირს საქციელზე საუბრობს.

ძალადობრივი აქციების ორგანიზატორებმა, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული გუშინ აღიარეს. საპროცესო შეთანხმებას ითხოვს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ რამდენიმე პირი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, რომ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაახლოებით ნახევარმა უკვე აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, რის გამოც მათ ბულინგიც კი გადაიტანეს.

გორდულაძემ ყურადღება გაამახვილა პაატა ბურჭულაძის შვილის განცხადებაზეც, სადაც ითქვა, რომ "მეთაურმა ჯარისკაცი არ უნდა მიატოვოს", რის მიხედვითაც, საკუთარი მამის დანაშაულს ირიბად აღიარებს. 

"როგორც კი დამხობა არ გამოვიდა, მაშინვე გაემიჯნენ, სცადეს, ყოველ შემთხვევაში, მარტივი გზით გაიქცნენ. ახლა, როდესაც პირები აღიარებენ და შეგახსენებთ, რომ ამ აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ბრალდებული და მსჯავრდებული ადამიანების დაახლოებით ნახევარმა აღიარა, მოინანია საკუთარი ნამოქმედარი და მათ მიმართაც მიმდინარეობდა განსაკუთრებული ბულინგი. იგივე ხდება ორგანიზატორების მიმართაც. ერთი ნიშანდობლივი ფაქტია, მაგალითად, ერთ-ერთ ორგანიზატორობაში მსჯავრდებული პირის პაატა ბურჭულაძის შვილი ამბობს, რომ მეთაურმა არ უნდა მიატოვოს ჯარისკაციო და ბრალშიც ზუსტად ეს არის, რომ პაატა ბურჭულაძე იყო ორგანიზატორი, ანუ მეთაური ძალადობრივი დამხობის აქციისა. გამოდის, რომ მათ შორის მისი შვილი საკუთარი მამის დანაშაულს ირიბად აღიარებს კიდეც. სახელმწიფო ყოველთვის იქნება ლმობიერი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საკუთარ ნამოქმედარს გაიაზრებენ," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×