რეზონანსი
06.10.2026

სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში მეცხრე მოწვევის მეორე სესიის სხდომაზე დეპუტატებს შორის ჩხუბი მოხდა.

დაპირისპირება „ძლიერი სომხეთის“ დეპუტატ ედგარ ღაზარიანის გამოსვლისას დაიწყო. ღაზარიანმა პარლამენტის თავმჯდომარე რუბენ რუბინიანის საქმიანობა გააკრიტიკა და თქვა, რომ დღის წესრიგში ახალი სპიკერის არჩევის საკითხის არშეტანა პარლამენტის ნორმალურ მუშაობას საფრთხეს უქმნის.

ამასთან, ღაზარიანმა სომხური სამოციქულო ეკლესიასთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნაც პარლამენტის უფლებამოსილების ფარგლებს გარეთ მიიჩნია და დეპუტატების პრემიების საკითხიც წამოჭრა.

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მას გამოსვლა ორჯერ შეაწყვეტინა, მიკროფონი გამოურთო და თქვა, რომ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგს არ შეეხება.

ამის შემდეგ დარბაზში „ძლიერი სომხეთისა“ და „სამოქალაქო ხელშეკრულების“ ფრაქციების წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო, რომელიც ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ვითარების განმუხტვისთვის დარბაზში სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ, სპიკერმა კი შესვენება გამოაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×