
ერთადერთი, რასაც ისინი აკეთებდნენ, აფინანსებდნენ რადიკალურ „ნაც აგენტურას“ „მოლოტოვის კოქტეილებით“, ფულს უხდიდნენ იმაში, რომ ათასგვარი საშუალებები შეეძინათ და შტურმი გაეკეთებინათ პარლამენტზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე და ა.შ, - აცხადებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.
დეპუტატი საფრანგეთსა და ბელგიაში მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა.
„რასაც სხვას დაჟინებით და ცუდს უსურვებ, აუცილებლად ბუმერანგის და სამართლიანობის პრინციპით უკან დაგიბრუნდება. კარგად გვახსოვს, უცხოეთიდან დაფინანსებული ძალები 2023-ში, 2024-ში და 2025-ში როგორ ახერხებდნენ იმას, რომ დეზინფორმაცია შემოეტანათ საქართველოში და სამწუხაროდ, ამას ხელს უწყობდა მათ შორის, საფრანგეთის, ბელგიის ხელისუფლება და საელჩო. ჩვენს კითხვაზე - რას გულისხმობდნენ იმაში, რომ მაგალითად რადიკალიზმი ყოფილიყო საქართველოში და რატომ უნდოდათ, ამაზე პასუხი არ იყო. ერთადერთი, რასაც ისინი აკეთებდნენ, აფინანსებდნენ რადიკალურ „ნაც აგენტურას“ „მოლოტოვის კოქტეილებით“, ფულს უხდიდნენ იმაში, რომ ათასგვარი საშუალებები შეეძინათ და შტურმი გაეკეთებინათ პარლამენტზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე და ა.შ“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
საფრანგეთში დღეს სკოლის მოსწავლეებისა და მათი მხარდამჭერების მასშტაბური საპროტესტო აქციები იგეგმება. ორგანიზატორებმა საზოგადოებას აქციების გამართვისკენ მოუწოდეს იმ მოსწავლეების მხარდასაჭერად, რომლებიც განათლების სფეროში დაფინანსების გაზრდას და პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ქვეყნის პრემიერმა სკოლებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ზომების მიღება ჯერ კიდევ გასულ კვირას დააანონსა, თუმცა პროფკავშირების განცხადებით, მთავრობას მათთვის „არაფერი კონკრეტული“ არ შეუთავაზებია. დემონსტრაციებია ბელგიაშიც. სტუდენტურმა პროტესტმა ბელგიის ქალაქ ლიეჟში იფეთქა. რაც ევროპაში არეულობის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელების რისკებს აჩენს.