რეზონანსი
06.10.2026

თორნიკე ჭეიშვილი მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილს აფასებს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, განცხადებები, თითქოს 4 ოქტომბრის პროტესტი მშვიდობიანი იყო, გაქარწყლებულია.

„ამ ფსევდორევოლუციურმა პროპაგანდამ სრული კრახი განიცადა და ის განცხადებები, ვითომ საქმე გვქონდა რაღაც ტიპის მშვიდობიან პროტესტთან, რასაკვირველია, აბსოლუტურად გაქარწყლებულია, რადგანაც ვხედავთ აღიარებით ჩვენებებს შესაბამისი ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების მხრიდან. ახლა თუ ვინმე ცდილობს, იხტიბარი არ გაიტეხოს, რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ღიმილისმომგვრელი, იმიტომ რომ ფართო საზოგადოებამ საკუთარი თვალით ნახა, საკუთარი ყურით მოისმინა მათი ნამოქმედარი, მათ აღიარებები“, - აცხადებს ჭეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×