რეზონანსი
05.10.2026

"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" პოლიტიკური მდივანი, ბიძინა გიორგობიანი, გერმანიაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას აფასებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ხვალ გერმანიისთვის გადამწყვეტი დღეა, ვინაიდან, გაირკვევა, უჭერს თუ არა "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) მიერ წარდგენილ კანცლერის კანდიდატურას მხარს სარა ვაგენკნეხტის ალიანსი (BSW).

როგორც ის აღნიშნავს, მხარდაჭერის შემთხვევაში, AfD სახელისუფლებო პარტიის სტატუსში გადავა და მარგინალურ ძალად აღარ ჩაითვლება.

"ხვალ გადამწყვეტი დღეა გერმანიისათვის. ხვალ გადაწყდება დაუჭერს თუ არა AfD-ს კანცლერის კანდიდატურას BSW ფრაქცია მხარს. წინასწარი მოლაპარაკება შედგა, ეს ნაბიჯი იქნება შემდგარი ფაქტი, რომ AfD მიმართ სხვა პარტიების ბოიკოტი (ე.წ. “ცეცხლოვანი ხაზი” ) მოშლილია და AfD მარგინალური ძალიდან გადავა სახელისუფლებო პარტიის სტატუსში, რაც  ძირეულად შეცვლის გერმანიის პოლიტიკურ ლანდშაფტს. მშვიდობიან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ეს გვასწავლა 2012 წელმა საქართველოში და ამჯერად გერმანიის მაგალითმა," - წერს გიორგობიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×