რეზონანსი
05.10.2026

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ამით ქუმარ მიშრას შეხვდა.ინფორმაციას მტავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თბილისში ინდოეთის საელჩოს გახსნის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

შეხვედრაზე განიხილეს ინდოეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა ვაჭრობის მიმართულებით არსებული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობას.

ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებულ კონსტრუქციულ თანამშრომლობასა და მრავალმხრივ ფორმატებში კოორდინაციის გაძლიერებაზე.

საუბარი შეეხო ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობას. აღინიშნა ინდოეთიდან ვიზიტორთა ზრდის დინამიკა, ასევე ინდოელი სტუდენტების მზარდი ინტერესი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის მიმართულებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×