რეზონანსი
05.10.2026

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ „კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“ გა­მარ­თულ Welcome Party-ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის შე­დე­გად, 10-მდე სტუ­დენტს სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის "ველ­ქამ­ ფართიზე" რამ­დე­ნი­მე გოგო ცუ­დად გახ­და, ყვე­ლას ერთი და იგი­ვე სიმპტო­მი აქვს. პირ­ველ­კურ­სე­ლე­ბი ჩა­ტებ­ში ერ­თმა­ნეთს აფრ­თხი­ლე­ბენ არა­ვის მო­წო­დე­ბუ­ლი სას­მე­ლი არ და­ლი­ონ. პო­ლი­ცი­ამ ვი­ღა­ცე­ბი გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნა” - წერს ნა­თია გაბ­რა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, წვე­უ­ლე­ბა­ზე შე­პა­რულ­მა პირ­მა სტუ­დენ­ტე­ბის ალ­კოჰო­ლურ სას­მელ­ში გა­ურ­კვე­ვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ჩა­ა­მა­ტა, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, რომელიც „სისხლის სამართლის კოდექსის“ 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. კლინიკაში 5 პაციენტია გადაყვანილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×