
თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე 17 წლის არასრულწლოვანი, დავით ნარიმანიძე 10 სექტემბერს მოკლეს. ბრალდებულის სახით, ასევე არასრულწლოვანი დააკავეს. ბრალდების მიხედვით, მკვლელობის მიზეზი, სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა. მოკლული დედა სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს:
"დღეს ჩემი შვილის დავით ნარიმანიძის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო - დღე, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დიდი იმედით ელოდა. მაგრამ დღეს ეს ჩემთვის სიხარულის დღე აღარ არის...
მკვლელმა დ.პ-მ ეს მნიშვნელოვანი დღე ტრაგედიად აქცია.
დ.პ. სოფო ბერუაშვილის შვილია. მე როგორც დედას მასთან კითხვა მაქვს რატომ? რატომ გაზარდა მკვლელი შვილი?
ჩემი შვილის სიცოცხლე ვერაფერი დამიბრუნებს მაგრამ სამართლიანობის აღდგენა ჩემი ერთადერთი იმედია.
ჩემო სუნთქვა დათო, დედა არასოდეს დაგივიწყებს. შენ ცხოვრების ყველა გამოცდა კაცურად ჩააბარე“ - წერს 17 წლის ბიჭის დედა, ეკა მხატვრიშვილი.
არასრულწლოვანს დ.პ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით [განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით] წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე