
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი შუალედური არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამომრჩეველი ხმას აძლევს სწორედ იმ ძალას, „ქართულ ოცნებას" რომელიც ადგილობრივ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავს.
„ხალხმა იცის, რომ ოპოზიცია როგორც ასეთი, ფაქტობრივად, მათი ინტერესების გამომხატველი არ არის და ბუნებრივია, ხმას აძლევს სწორედ იმ ძალას, „ქართულ ოცნებას" რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში, მათ შორის ადგილებზე, სწორედ ადგილობრივ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ზრუნავს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცესკომ ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების 3 ოქტომბერს გამართული, საკრებულოების შუალედური არჩევნების შედეგების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა - ოთხივე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ.