რეზონანსი
01.10.2026

დაახლოებით ხუთჯერ გაიზარდა ეკონომიკა, ძალიან დიდი ზრდაა სოციალურ სფეროში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, ინვესტიციისთვის სტაბილური ვითარებაა.

„დაახლოებით ხუთჯერ გაიზარდა ეკონომიკა. ძალიან დიდი ზრდაა სოციალურ სფეროში. პრობლემები როგორ არ არის, მაგრამ რომ გვეუბნებოდნენ, აი ასი საწარმო სად არის, სად გუგუნებს, თურმე აღმოჩნდა, რომ ასიც არის და ათასიც. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო აფინანსებს, ამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა. კიდევ მეტი შეიქმნება. ინვესტიციისთვის სტაბილური ვითარებაა. ბევრი ფაქტორია განმაპირობებელი. არ მინდა ჩამოვთვალო, ვინაიდან არ ჩამეთვალოს, რომ მე-14 წლისთავზე მხოლოდ მიღწევებზე ვლაპარაკობთ. ამის ციფრები არსებობს, ყველამ იცის“, - აღნიშნა მან.

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან დღეს 14 წელი გავიდა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ამომრჩეველთა ხმების 54.97% მოიპოვა და იმჟამინდელი მმართველი პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×