რეზონანსი
26.09.2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარტია „ლელოს“ ქსენოფობიური კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

პაპუაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ALDE-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა, გამიჯვნოდა „ლელოს“ ტერორისტ თანაგუნდელს, ახლა მაინც გამოჩნდება, გაემიჯნება თუ არა ევროპული პარტია ქსენოფობიას და დარჩება თუ არა საკუთარი დეკლარირებული პრინციპების ერთგული.

„ლიბერალების და დემოკრატების ევროპული ალიანსის (ALDE) წევრმა „ლელომ“, ჯერ ტერორისტი თანაგუნდელად გამოაცხადა და ახლა ქსენოფობიური კამპანია დაიწყო, რაც, ცნობისთვის, ეწინააღმდეგება ALDE-ს დეკლარირებულ ღირებულებას არ დაუშვას ეთნიკური დაყოფა და ქსენოფობია. ცოტა ხნის წინ, ALDE-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ გამიჯვნოდა ლელოს ტერორისტ თანაგუნდელს. ღირებულებებთან ერთ კომპრომისს მეორე მოჰყვება. ვნახოთ, ახლა მაინც თუ აღმოჩნდება ALDE მის მიერვე ქაღალდზე დეკლარირებული ღირებულებების ერთგული და გაემიჯნება ქსენოფობიას“, - წერს შალვა პაპუაშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×