
"დღეს ვნახე ანასტასია ბერუაშვილის მიმოწერებში: ჩვენი ტასუნა წუხს, რატომ არ არის ორსულად, თორემ ვერ დაიჭერდნენ მის შეყვარებულს, მეგობარი ეუბნება: იქნებ რამე "იჩალიჩოთ" და ციხეში შეხვიდეო. ასეთ არასრულწლოვნებთან მაქვს საქმე" - ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.
ეკა კუპატაძის თქმით, რომ არა ქალაქის პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ ამ საქმის მოქცევა, გიგას მკვლელებიდან ახლა მხოლოდ ალექსანდრე გაბაშვილი იქნებოდა დაკავებული და ალბათ, რამდენიმე თვეში მასაც გაათავისუფლებდნენ.
“ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ სამართლიანობა აღდგა იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა არასრულწლოვანი ფიგურანტი დაკავებულია, მაინც გამოყოფილია საქმე და გრძელდება გამოძიება. ამ ეტაპზე არც მე მოვიაზრებ და არც პროკურატურა მოიაზრებს სხვა რომელიმე არასრულწლოვანს. გიგას მკვლელობაში უშუალოდ ფიგურანტები ვინც იყვნენ, ყველა ზის სკამზე, თუმცა გამოძიება გრძელდება.
საბრალდებო სკამი ელოდება იმ პირებს, ვინც ჩაფარცხვაში მიიღო მონაწილეობა. იცის მთელმა საქართველომ, რომ რომ არა მკვლელობის განყოფილება და რომ არა ქალაქის პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ ამ საქმის მოქცევა, გიგას მკვლელებიდან ახლა მხოლოდ ალექსანდრე გაბაშვილი იქნებოდა დაჭერილი და ალბათ, რამდენიმე თვეში მასაც გაათავისუფლებდნენ", - განაცხადა ეკა კუპატაძემ.