რეზონანსი
25.09.2026

საქართველოს ექსპრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების გაუქმების მოთხოვნით შეტანილ სარჩელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას არანაირი მოლოდინი არ აქვს, თუმცა, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნეს მიღებული ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება ბრძოლას გააგრძელებს.

როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, ბოლო პერიოდში, გამოჩნდნენ მოსამართლეები, რომლებიც სისტემასთან გამკლავებას ცდილობენ და ეს იმედის მომცემია. 

"არანაირი მოლოდინი არ მაქვს საკონსტიტუციო სასამართლოსი, ის, რომ გამოჩნდნენ რამდენიმე მოსამართლე, არა საკონსტიტუციოსი, მაგრამ მოსამართლეები, რომლებიც იწყებენ ცოტა უფრო გამკლავებას ამ სისტემასთან, არის ძალიან კარგი ნიშანი, მე იმას ვამბობ, რომ ესენი კი ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს, რომ ყველა ბერკეტს გამოგვაცლიან ხელიდან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ და გვჯეროდეს ჩვენი თავის, რომ ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ბრძოლას", - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×