რეზონანსი
21.09.2026

 სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის ფაქ­ტზე, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის თან­ხის გა­სა­თეთ­რებ­ლად, ბრალ­დე­ბულ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ კო­მერ­ცი­ულ სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გახ­სნილ სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე, თით­ქოს­და სა­ინ­ვეს­ტი­ციო მიზ­ნით, უცხო­ე­თი­დან, პი­რა­დი და მას­თან აფი­ლი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი­დან და­ნა­წევ­რე­ბით ჩა­რი­ცხა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტა. ბრალ­დე­ბულ­მა თან­ხის წარ­მო­მავ­ლო­ბა, შე­სა­ბა­მის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ზე მი­თი­თე­ბით, შე­ნიღ­ბა კა­ნო­ნი­ე­რი გზით მი­ღე­ბულ შე­მო­სავ­ლად და შემ­დგო­მი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მიზ­ნით, აქ­ტი­ვის ნა­წი­ლი გა­და­ი­ტა­ნა ოფ­შო­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სა­ბან­კო სის­ტე­მა­ში.

„უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 194-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „გ" ქვე­პუნ­ქტით (გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცია) და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის მო­თხოვ­ნით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს. პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მის მი­მართ გა­მო­ცხად­დე­ბა ძებ­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­ყა­და­ღე­ბუ­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით 70 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტის სა­ხელ­მწი­ფოს სა­სარ­გებ­ლოდ ჩა­მო­სარ­თმე­ვად, პრო­კუ­რა­ტუ­რა შე­სა­ბა­მის სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცე­დუ­რებს გა­ა­ტა­რებს", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×