
არაბიზაცია არის ტყუილი, არანაირი არაბული ქალაქები არ შენდება - წერს სოციალურ ქსელში გურამ ფალავანდიშვილი. მისი განცხადებით, საქართველოში არ მომხდარა მუსლიმი მიგრანტების მატება, როგორც ამის წარმოჩენას გარკვეული ძალები ცდილობენ.
მისი თქმით, არაბიზაცია არის ცალკეული პოლიტიკოსების მიერ მოგონილი ტყუილი, რათა ქართველი ხალხი აიყოლიონ ხელისუფლების წინააღმდეგ.
მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე, რომლის თქმითაც ეს ყველაფერი პოლიტიკურ მანიპულაციას ჰგავს:
"არაბიზაციის თემა არარეალური და არასერიოზულია. ეს უფრო პოლიტიკურ მანიპულაციას დაემსგავსა. მე უბრალოდ ვწუხვარ... პატრიოტული განცდების მარგინალიზაცია ხდება და ეს ჩემთვის მიუღებელია.
თუ სტატისტიკას ავიღებთ, ეს არის 257 ათასი ადამიანი, რომელიც საქართველოში არის შემოსული, იქიდან 4%-ზე ნაკლებია არაბული ქვეყნებიდან. ძირითადად კი ესენი არიან სტუდენტები.
ხოლო რაც შეეხება მდიდარ არაბულ ქვეყნებს, რეზიდენტიც კი არ არის ფაქტიურად არავინ,"- აცხადებს ლევან მამალაძე.