რეზონანსი
21.09.2026

სტატისტიკის ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 2026 წლის იანვარი-აგვისტოს მონაცემებს აქვეყნებს.

საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 422.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22.1 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 60.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 63.5 პროცენტით გაიზარდა და 3 286.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა

საქსტატის განმარტებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 65.0 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (529.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (468.3 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (297.3 მლნ. აშშ დოლარი).

ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი 649.1 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, 403.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 219.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.7 პროცენტი).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×