რეზონანსი
20.09.2026

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ადგილობრივი არჩევნების შედეგები „კატასტროფად" შეაფასა, მაგრამ პირობა დადო, რომ თანამდებობას შეინარჩუნებს.

ეგზიტპოლების მონაცემებით, მერცის ცენტრისტულ-მემარჯვენე „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა" (CDU) მეკლენბურგ-წინა პომერანიაში ხმების 5% მიიღო, რაც მედიის მიხედვით, პარტიის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ადგილობრივ არჩევნებზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

მედიის თანახმად , მნიშვნელოვანი მარცხია მოსალოდნელი ბერლინშიც: პროგნოზით, CDU აქ მეორე ადგილს დაიკავებს ხმების 20%-ით და ჩამორჩება „მემარცხენეთა" პარტიას, რომელმაც, ეგზიტპოლის თანახმად, 24,5% მიიღო.

პროგნოზების მიხედვით, ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) ორივე არჩევნებში მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა: სავარაუდოდ, მათ ხმების 37% მიიღოლეს მეკლენბურგ-წინა პომერანიაში, ხოლო 15,7% - ბერლინში. ასევე, მედია აღნიშნავს, რომ მიუხედავად მოსალოდნელი წარმატებისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აღნიშნულმა პარტიამ რეგიონული მთავრობის ფორმირება შეძლოს.

ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადებისთანავე გაკეთებულ განცხადებაში მერცმა მტკიცე პოზიცია დააფიქსირა და უარყო მთავრობის რეფორმების დღის წესრიგიდან უკან დახევის შესაძლებლობა.

მან აღნიშნა, რომ გერმანიის ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები რეფორმებს უფრო მეტად აქტუალურს ხდის და პირობა დადო, რომ რეფორმების გატარებას განაგრძობს.

„ის, რაც ახლა უნდა გაკეთდეს, მოითხოვს სიმტკიცეს, შეუპოვრობასა და მოთმინებას", - განაცხადა მან და დასძინა: „მე გამოვავლენ ამ თვისებებს, როგორც CDU-ს თავმჯდომარე და, უპირველეს ყოვლისა, როგორც ჩვენი ქვეყნის კანცლერი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×