რეზონანსი
20.09.2026

12 ივლისი იყო თარიღი, როცა თელავის სტიქია მოხდა - 500 000 ლარად როგორ შეიძლებოდა თელავში ეს პრობლემა მოგვარებულიყო? - ქალაქიდან არ გატანილა ძირითადი ნაგავი , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ თელავში განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავის ადგილობრივ ჩინოვნიკებთან ერთად პიარული ღონისძიება მოაწყო.

დანარჩენი იყო პიარული ღონისძიება, რომელიც ირაკლი კობახიძემ თავის ადგილობრივ ჩინოვნიკებთან ერთად მოაწყო.

„12 ივლისი იყო თარიღი, როცა თელავის სტიქია მოხდა. 500 000 ლარი გამოყო იმ მთავრობამ, რომელიც ამბობს, რომ 700 მილიონი დაზოგა რაღაცა კორუფციული სქემების შეჩერებით. 500 000 ლარად როგორ შეიძლებოდა თელავში ეს პრობლემა მოგვარებულიყო. ეს არის ის ხევი, რომელზეც ნაგავი ისევ ისე ყრია - ქალაქიდან არ გატანილა ძირითადი ნაგავი. დანარჩენი იყო პიარული ღონისძიება, რომელიც ირაკლი კობახიძემ თავის ადგილობრივ ჩინოვნიკებთან ერთად მოაწყო. ეს არის ის გამავალი მილი, რომლის ადგილასაც იყო ხიდი, სკოლები, ბაღები და ამის იქით მოსახლეობა შეიძლება ერთმანეთს უკავშირდებოდნენ", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×