რეზონანსი
20.09.2026

გიორგი გველესიანის ბულინგის კამპანია გააქტიურდა, მას შემდეგ რაც ფეხბურთელმა კონკრეტული ძალების მხრიდან მომდინარე წნეხზე ილაპარაკა, რომლებიც აქციების დროს პოსტების დაწერას ავალებდნენ. კამპანიის ავტორები, რომელთაც გველესიანის ნათქვამი არ მოეწონათ, მას შეურაცხყოფას აყენებენ.

„ამ ბიჭმა გამაგებინოს, რომელმა ძალებმა იმოქმედეს და დაწნეხეს ფეხბურთელები, რომ თავიანთი აზრი გამოეხატათ. ნეტავ, სინდისი არ აწუხებს?“ - წერს ბუდუ ზივზივაძის მამა, კახაბერ ზივზივაძე.

„ბრძნადმეტყველი რომ

გვეგონა, მალიარი" ყოფილა.

საწყალი, რეებს როშავს ეს ძალით ფილოსოფოსი, აიათოლას ფეხბურთელი", - წერს „ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

„რუსოფობია, საქართველო იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ, კოლექტიური მოღალატეები, სანამ არ მოშორდებიან ქართულ პოლიტიკურ ველს, მანამდე... - უკლებლივ ყველა არის რუსული მესიჯბოქსიდან ამოკრეფილი", - წერს „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

„გველესიანი გაგვიზრდია უბეში", - წერს რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გოგა ხაჩიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×