რეზონანსი
19.09.2026

შორენა თეთრუაშვილმა საპატრიარქოს ყველაზე გავლენიანი ქალის სტატუსი დაკარგა. ეკლესიაში დიდი გადალაგება თეთრუაშვილის პოსტიდან მოხსნით დაიწყო.ილია მეორის უცვლელი მდივან-რეფერანტი მმართველ რგოლს ჩამოაშორეს - თეთრუაშვილის ადგილას შიო მესამემ სულ სხვა კადრი დანიშნა.

შორენა თეთრუაშვილს ახლა მხოლოდ გარდაცვლილი პატრიარქის  საარქივო მასალების მოვლა-პატრონობა დააბარეს.

შორენა თეთრუაშვილის ადგილი ქეთევან გაბუნიამ დაიკავა. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ის ქაშუეთის წინამძღვრის, მამა მიქაელ ფოფხაძის მეუღლეა. წყარო შაბათის ეთერს უყვება, რომ მალე საკადრო ცვლილებები საპატრიარქოს ყველა განყოფილებას შეეხება.

წყარო: ტვ პირველი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×