|

ბათუმში, ინტენსიური წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. უხვმა ნალექმა დატბორა ასევე რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზოც. შეფერხებით მოძრაობდა ტრანსპორტი აღმაშენებლის, კობალაძის და ბაგრატიონის ქუჩებზე.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები და სპეცტექნიკა მობილიზებულია და ამოტუმბვითი სამუშაოები ეტაპობრივად ყველა ლოკაციაზე ხორციელდება. უწყვეტად იწმინდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხებიც.
„სანიაღვრე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს. ასევე, ქალაქის სანიაღვრე ქსელი მუშაობს და გამტარუნარიანია, თუმცა სტიქიურად მოსულმა უხვმა ნალექმა შექმნა რამდენიმე ლოკაციაზე პრობლემები, დატბორილია ქუჩები და რამდენიმე კომერციულ ფართში შევიდა წყალი. დაახლოებით, 20-მდე სპეცტექნიკა მუშაობს, როგორც ზღვაში შემსვლელი არხები იწმინდება სპეციალური ექსკავატორებით, ასევე ქალაქის მასშტაბით მუშაობს ამოსატუმბი მანქანები. დაახლოებით, ამ ეტაპისთვის შემოსულია 30-მდე ზარი ცხელ ხაზზე და ყველა ამ ზარზე მიმდინარეობს რეაგირება“, - განაცხადა „ბათუმის წყლის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე მჟავანაძემ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|