რეზონანსი
19.09.2026

მილიარდერი, კომპანია „ინეოსის“ (Ineos) დამფუძნებელი და საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ თანამფლობელი სერ ჯიმ რეტკლიფი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მიმართ ნდობა დაკარგა. ამის შესახებ მან "ბიბისისთან" განაცხადა.

რეტკლიფის თქმით, ქვეყანა „უკუსვლის გზაზე დგას“ მაღალი გადასახადების, იმიგრაციისა და ენერგოპოლიტიკის გამო.

„ამ მომენტისთვის ვფიქრობ, რომ გაერთიანებული სამეფო დაღმასვლის გზაზეა. საკმაოდ რთულია იმის დანახვა, თუ როგორ გავაჩეროთ ეს პროცესი. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება ორი რამ: პოლიტიკოსები, რომლებიც საკმარისად მტკიცენი იქნებიან იმისათვის, რომ გაუმკლავდნენ ზოგიერთ ძალიან რთულ პრობლემას და ჩვენ ვიცით, რა არის ეს პრობლემები; და გვჭირდება პოლიტიკოსები, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც კარგი იქნება ქვეყნისთვის და არა საკუთარი თავისთვის და თავიანთი პარტიისთვის. ჩვენ კი, ასეთი [პოლიტიკოსები] დიდი ხანია არ გვყოლია. არავინ არის საკმარისად მტკიცე იმისათვის, რომ გაუმკლავდეს იმიგრაციის პრობლემას, არავინ არის საკმარისად მტკიცე, რომ გაუმკლავდეს სოციალური დახმარებების პრობლემას, მაგრამ ვიღაცამ ეს უნდა გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იცით, ეს ცუდად დასრულდება, ასე არ არის?“, - განაცხადა სერ ჯიმ რეტკლიფმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×