რეზონანსი
19.09.2026

აბსოლუტურად ყველა, ვინც  4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო და დამაზიანებელი აფერა მოამზადა, პოლიტიკურ საფლავში უნდა ჩაწვეს, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, მასთან კომუნიკაციას უკრძალავს ყველას, ვინც 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებს პოლიტიკაში ანგარიშგასაწევ ძალად მიჩნევს.

„4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო ავანტიურის ორგანიზატორებს ვინც ანგარიშგასაწევად მიიჩნევს, პოლიტიკაში, ჩემთან კომუნიკაციას ვუკრძალავ. აბსოლუტურად ყველა, ვინც ეს უპასუხისმგებლო და დამაზიანებელი აფერა მოამზადა, პოლიტიკურ საფლავში უნდა ჩაწვეს. ყველა ტელემედია, რომელიც ამ უპასუხისმგებლო დორბლიანებს ეთერს აძლევს ისე, რომ ამ სამარცხვინო ავანტიურის გამო პასუხს არ თხოვს, მედია კი არა მიშა სააკაშვილის ჩეჩმაა და შესაბამისად უნდა მოექცეთ“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×