რეზონანსი
17.09.2026

 გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნორბერტ როტგენი უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი მათი უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯეფექტიანი გზაა.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ უკრაინის მხარდაჭერა პირველ რიგში, ადამიანურად სწორი ნაბიჯია, თუმცა, ამასთანავე, პირდაპირ უკავშირდება ევროპის უსაფრთხოებას.

„ვფიქრობ, რომ თავდასხმის ქვეშ მყოფი ქვეყნის დახმარება ადამიანურად სწორი ნაბიჯია. ამავდროულად, ჩვენს ინტერესებშია, რომ ევროპაში დამპყრობლურმა და გამანადგურებელმა ომმა წარმატებას არ მიაღწიოს. უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯეფექტიანი გზაა", - დაწერა ნორბერტ როტგენმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×