რეზონანსი
17.09.2026

არანაირი აგენტის მიერ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტების ჩაშლას საქართველოში ადგილი აღარასდროს ექნება, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ნამახვანჰესის საკითხზე საუბრისას.

მან ენერგეტიკული ობიექტის აშენებისთვის ხელის შეშლას უცხორი ძალების აგენტების სპეცოპერაცია უწოდა.

„ეს იყო უცხოური გავლენების აგენტების სპეციალური ოპერაცია, რომლებიც უცხოური სპეცსამსახურების მიერ იყვნენ პროვოცირებული, რათა არ აშენებულიყო ეს ენერგეტიკული ობიექტი და შემდგომში ასეთი ზიანი მიგვეღო

მაშინ სახელმწიფო არ იყო ისეთი ძლიერი, რომ ამისთვის წინააღმდეგობა გაგვეწია. ამაში ჩაერთო ფართო სპექტრი ე.წ. ოპოზიციისა, დაემატა ე.წ. ენჯეო სექტორიც და ყველაფერმა ერთად სახელმწიფოს ნება გადასძალა. ქართული სახელმწიფო ამას აღარ დაუშვებს. არანაირი აგენტის მიერ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტების ჩაშლას საქართველოში ადგილი აღარასდროს ექნება“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×