რეზონანსი
17.09.2026

ლევან ხაბეიშვილის პოსტს, როლითაც მან ოპოზიციას მიმართა, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში "კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარე" ნიკა გვარამია გამოეხმაურა. გვარამია მიიჩნევს, რომ ხაბეიშვილის ადრესატები ამ შემთხვევაში მისივე პარტიის წევრები არიან.

"ლევან ხაბეიშვილისთვის პასუხის გაცემას არ ვაპირებ. არა მგონია, რომ მე მომმართავდეს, მას თავისი პარტია აქვს და ვჭვობ, რომ თავის პარტიას მიმართავს. ყველას შეიძლება მოგვმართავდეს ილია ჭავჭავაძე. როცა საკუთარი პარტია აქვს ადამიანს, ის მიმართავს, სავარაუდოდ, საკუთარი პარტიის წევრებს, რომლებიც, არ ვიცი ახლა, განსაკუთრებული ჰიპერაქტიურობით ნამდვილად არ გამოირჩევიან, არაფერში არ ერევიან," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

უუნარობა და პასუხისმგებლობისგან გაქცევა - ხაბეიშვილის მწვავე კრიტიკა ოპოზიციას. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ოპოზიციურ სპექტრს უმოქმედობასა და შიშში ადანაშაულებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაბეიშვილი წერს, რომ შემოდგომაზე დაანონსებული მასშტაბური პროტესტი არ შედგა და პოლიტიკური ჯგუფები ქუჩის აქციებს ერიდებიან. ნაცვლად რეალური ბრძოლისა კი, პოლიტიკოსების მხრიდან ხდება მხოლოდ ტელეეთერებში დროის გაყვანა და "პოლიტიკურ ველზე ტივტივი."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×