რეზონანსი
17.09.2026

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ ლაშა მაღ­რა­ძე და­ი­ნიშ­ნა. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ლაშა მაღ­რა­ძე პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი და კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლის სკო­ლა.

"სხვა­დას­ხვა დროს მუ­შა­ობ­და წამ­ყვან თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, რო­გორც სა­ჯა­რო, ისე კერ­ძო სექ­ტორ­ში; აქვს 20-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა ისეთ სფე­რო­ებ­ში, რო­გო­რიც არის: სის­ხლის სა­მარ­თლის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა; სა­აღ­სრუ­ლე­ბო სის­ტე­მა; სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა; სა­მო­სა­მარ­თლო სწავ­ლე­ბა; ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი. მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სექ­ტო­რის ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და პროგ­რა­მუ­ლი რე­ფორ­მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნამ­დე იკა­ვებ­და პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×