რეზონანსი
17.09.2026

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ლომოურის ქუჩაზე თავდაპირველად ერთმანეთს "ტოიოტას" მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთი მოძრავ "ფორდის" ავტომობილს შეეჯახა, ხოლო მეორე გაჩერებულ "სუბარუს" შეეჯახა.

შემთხვევის დროს მსუბუქი დაზიანებები მიიღო ერთ-ერთმა მგზავრმა. ახალგაზრდა ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×