რეზონანსი
16.09.2026

აშშ-ში მომხმარებელთა ბოიკოტმა არაერთ დიდ კომპანიას რეალურად უკან დაახევინა ვოუქიზმის მავნებლური პროპაგანდის ტირაჟირებისგან. ყველაზე თვალსაჩინოა Bud Light, Target, Tractor Supply და სხვა. საქართველოს შემთხვევაში, შპს „ვოლტ ჯორჯიის“ მიერ სარეკლამო კამპანიისთვის აკაცუკის, ალექსანდრე კორძაიას, იმავე Kordz-ის შერჩევა არის „ვოლტის“ მომხმარებელთა შეურაცხყოფა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, „ვოლტ ჯორჯია“ არ უწევს პროპაგანდას ვოუქიზმის სახით მავნებლურ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას - ის გაცილებით უარესს აკეთებს: სარეკლამო სახედ იყენებს ნაცექსტრემისტთა ერთ-ერთ სახედაკარგულ არარაობას, ვინმე Kordz-ს.

„აშშ-ში მომხმარებელთა ბოიკოტმა არაერთ დიდ კომპანიას რეალურად უკან დაახევინა ვოუქიზმის მავნებლური პროპაგანდის ტირაჟირებისგან. ყველაზე თვალსაჩინოა Bud Light, Target, Tractor Supply და სხვა.

საქართველოს შემთხვევაში, შპს „ვოლტ ჯორჯიის“ მიერ სარეკლამო კამპანიისთვის აკაცუკის, ალექსანდრე კორძაიას, იმავე Kordz-ის შერჩევა არის „ვოლტის“ მომხმარებელთა შეურაცხყოფა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მმართველი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.

განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ „ვოლტ ჯორჯია“ არ პროპაგანდირებს ვოუქიზმის სახით მავნებლურ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას - ის გაცილებით უარესს აკეთებს: სარეკლამო სახედ იყენებს ნაცექსტრემისტთა ერთ-ერთ სახედაკარგულ არარაობას, ვინმე Kordz-ს.

საკურიერო მომსახურების კონკურენციაში თუ რა ბედი ელის ქართულ, გააკაცუკებულ „ვოლტს“, ამას უახლოესი პერიოდის მომსახურების სტატისტიკა აჩვენებს.

„ვოლტ ჯორჯიის“ მენეჯმენტს კი მისთვის არასასურველი შედეგების ლოდინი დიდხანს არ მოუწევს“, - წერს აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×