რეზონანსი
16.09.2026

რუსული ავიაკომპანია Nordwind Airlines-ი 18 სექტემბრიდან 24 ოქტომბრამდე რეისებს სოჭის ნაცვლად ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის აეროპორტში შეასრულებს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავიაკომპანიის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცვლილების მიზეზი დაკონკრეტებული არ არის.

გადაწყვეტილება ემთხვევა უკრაინული დრონების გახშირებულ თავდასხმას სოჭზე, რის გამოც აეროპორტი ხშირად იხურება, ფრენები კი მრავალსაათიანი დაგვიანებით სრულდება სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის თბილისი-სოჭისა და ბათუმი-სოჭის მიმართულებებზე. Nordwind-ი აშშ-ის საექსპორტო შეზღუდვებისა და უკრაინის სანქციების ქვეშაა. 

საიდან შესრულდება ფრენები სოხუმში?

Nordwind-ი სოჭის მიმართულებით რეისებს აუქმებს და მათ ნაცვლად სოხუმის მიმართულებას ამატებს რუსეთის 15 ქალაქიდან:

ორენბურგი

ტომსკი

სიკტივკარი

ნოვოკუზნეცკი

პერმი

სანქტ-პეტერბურგი

კემეროვო

ნიჟნი-ნოვგოროდი

მაგნიტოგორსკი

ნიჟნეკამსკი

ნიჟნევარტოვსკი

ომსკი

ბარნაული

ყაზანი

უფა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×