რეზონანსი
16.09.2026

გრიგოლ ლილუაშვილი საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცხადებულ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს - დაცვის მხარე ამბობს, რომ ყველა ინსტანციაში იბრძოლებენ სუს-ის ექს-შეფის უდანაშაულობის დასამტკიცებლად. 

ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ საქმე სტრასბურგის სასამართლოშიც წავიდეს.

რაც შეეხება თავად უკვე მსჯავრდებულ ყოფილ მინისტრს, ლილუაშვილს დღეს არც ერთი სიტყვა არ უთქვამს - სუს-ის ექს-შეფი განაჩენის გამოცხადებას დუმილით შეხვდა.

დაცვის მხარეს და ბატონ ლილუაშვილს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი ჰქონდა იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში არცერთი მტკიცებულება არ არსებობდა, რომელიც მის დანაშაულს რაიმე ფორმით დაამტკიცებდა. 

ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი აუცილებლად შეეცდება თავისი უდანაშაულობის სამართლებრივი გზით დამტკციებას და ჩვენ ამ განაჩენს აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციოში.

როცა დგება გამამტყუნებელი განაჩენი, ქვეყანას და სასამართლოს უნდა ჰქონდეს იმის დაფიქრების რესურსი და იფიქროს, ეს ქვეყნისთვის რამდენად ხელშემწყობი იქნება", - ამბობს ადვოკატი ლანა ცერცვაძე. 

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო. ნინო თარაშვილმა ექს-მაღალჩინოსანს 13 წლიანი პატიმრობა განუსაზღვრა. 

უფრო კონკრეტულად: ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ოთხივე ეპიზოდზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×