რეზონანსი
16.09.2026

უკრაინული მედიის ცნობით, საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს პოლიტიკური და სამართლებრივი წნეხით ემუქრებოდა.

მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ყოფილ გენერალურ პროკურორ რუსლან კრავჩენკოს მიერ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორ სემენ კრივონოსისთვის ბრალის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მოხდა.

წყაროების ცნობით, არახამიას მხრიდან მუქარა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას გაისმა, სადაც ფრაქციის ლიდერი მაშინდელი გენპროკურორის გადარჩენას ცდილობდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ განვითარებული მოვლენების შედეგად კრავჩენკომ უსაფრთხოების გარანტიები და საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება მიიღო, სანაცვლოდ მან ანტიკორუფციული ორგანოები კორუფციაში დაადანაშაულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×