რეზონანსი
16.09.2026

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ გიორგი გახარია და მისი გუნდი სამართალდამცველების მიმართ განსაკუთრებული აგრესიითა და სიძულვილით გამოირჩევიან, რასაც, ხშირად, სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებით გამოხატავენ.

მისი თქმით, ეს ქცევა გახარიას პირადი კომპლექსებითაა გამოწვეული, რაც მის პოლიტიკურ პარტიაზეც ვრცელდება.

იონათამიშვილის განცხადებით, ამის მაგალითია პანკისის ხეობაში მომხდარი მოვლენები, სადაც პოლიციის რეპუტაციის შელახვა სცადეს, ასევე ის კანონდარღვევები, რომლებიც, მოგვიანებით, სტრასბურგის სასამართლომაც კი შეაფასა. დეპუტატის აზრით, მსგავსი ცრუ განცხადებები საზოგადოებას კიდევ ერთხელ უჩვენებს მათ რეალურ კომპლექსებს.

"როგორც ჩანს, გახარია და მისი პარტიის წარმომადგენლები, სამწუხაროდ, განსაკუთრებული სიძულვილით გამოირჩევიან სამართალდამცველების მიმართ და ისინი ფაქტობრივად ყოველ ჯერზე კადრულობენ ტყუილსა და დეზინფორმაციას. ეს ალბათ განპირობებულია, ამავდროულად, იმ კომპლექსებით, რომელიც ბატონ გახარიას გააჩნია და შემდეგ ის თანაზომიერად ვრცელდება მისი პარტიის წევრებზე და ჩვენ გვახსოვს, ამ ადამიანებმა რა იკადრა ჯერ კიდევ პანკისის ხეობაში, როდესაც სამართალდამცველთა იმიჯის და რეპუტაციის შელახვას სცადა და შემდეგ უკვე ჩაიდინა, ისეთი დანაშაულები, რომელიც სტრასბურგის სასამართლომაც კი შეაფასა. აქედან გამომდინარე, კიდევ რომ გამოდიან ეს ადამიანები და ესეთ ფაქტობრივ ტყუილებს კადრულობენ, სწორედ მათ ამ კომპლექსებს ხდის საჯაროს ჩვენი საზოგადოებისათვის," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×