რეზონანსი
16.09.2026

„ათიდან ცხრა შემთხვევაში ვრწმუნდებით, რომ პრობლემებს სწორედ ბრიუსელი ქმნის და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ გამოსავლის ძიებას“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარიკე ელერსიმ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „დებატები ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ“იმართება.

„კონკურენტუნარიანობა? პირველ რიგში, იმდენად ზედმეტად არეგულირებენ, რომ ის ფაქტობრივად ნადგურდება, შემდეგ კი სამოქმედო გეგმას ადგენენ. ენერგორესურსების ფასები? მიუწვდომლად მაღალია. შემდეგ კი სტრატეგიას გვთავაზობენ. მიგრაცია? წლების განმავლობაში პრობლემას თვალს არიდებენ და შემდეგ მიგრაციის პაქტს იღებენ. ყოველ ჯერზე, მსგავსი წარუმატებლობის საპასუხოდ ერთადერთი პასუხი ისმის: „მეტი ევროკავშირი გვჭირდება, კიდევ უფრო მეტი ევროკავშირი“. არც დღევანდელი დღეა გამონაკლისი. მეტი ფული, მეტი ძალაუფლება, მეტი ევროკავშირი, მეტი რეგულაცია. ეს არ არის ის, რაც ხალხს სურს.

ხალხს არ სურს, რომ ბრიუსელმა გადაწყვიტოს, რას შეჭამენ, რა ავტომობილით ივლიან ან რისი თქმის უფლება ექნებათ. ეს არ არის ის, რაც მათ სურთ. ვფიქრობ, დროა, ამ პოზიციას გადახედოთ. როგორც ჰარი პოტერი იტყოდა, თქვენს გარეშე უკეთ ვიქნებოდით“, - განაცხადა მარიკე ელერსიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×