
ნორვეგიის ელჩთან გვარამია-ჯაფარიძის ფარულ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილსოანი გამოეხმაურა. მისი თქმით, ნორვეგიის ელჩს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა თუ რას ეხებოდა შეხვედრა.
„როდესაც რადიკალური და რევოლუციური წარსულის მქონე პოლიტიკოსებს, აქტივისტებს ხვდებიან დიპლომატები, ეს მათი მხრიდან ამ მოქმედებების გარკვეულწილად წახალისებას გულისხმობს, რაც ნამდვილად არ არის მოსაწონი. ნამდვილად, დიპლომატიური სტანდარტის დარღვევა არის. დარწმუნებული ვარ, თავად ნორვეგიის ელჩს არ მოეწონება, ნორვეგიის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედ ადამიანთან ჩვენი რომელიმე ოფიციალური წარმომადგენლის კონტაქტი, ამიტომ ვფიქრობ, რომ თავად უნდა გასცეს ამ კითხვებს პასუხი, რას ეხებოდა შეხვედრა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
„ქრონიკის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ნიკა გვარამია და ზურა ჯაფარიძე ნორვეგიის ელჩს ფარულად შეხვდნენ. როგორც ირკვევა, ინიციატორი თავად დიპლომატი იყო.