რეზონანსი
15.09.2026

ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ, - განუცხადა „ქრონიკას“ ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.

ბერეკაშვილის თქმით, მოქალაქეებს უფრო მეტი შემოსავალი დარჩებათ, რაც თავის მხრივ ისევ ეკონომიკაში დაბრუნდება, რაც ძალიან კარგია.

„ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ. შესაბამისად, უფრო მეტი შემოსავალი დარჩეთ, რაც თავის მხრივ ისევ ეკონომიკაში ბრუნდება. საერთო ჯამში, ეს ხელს უწყობს ჯამურად ეკონომიკის ზრდას და მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები ძალიან კარგია“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

პარლამენტი პირველი ოქტომბრიდან გეგმავს აამოქმედოს ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ქონების გადასახადი მხოლოდ იმ მოქალაქეებს მოუწევთ, ვისაც 100 ათასი ლარი და მეტი შემოსავალი აქვს. შესაბამისად ცვლილება წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხება. ქონების გადასახადზე აქამდე არსებული ზღვარი 40 ათასი ლარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×