რეზონანსი
15.09.2026

კლინიკა, სადაც გაუჩინარებული გურამ დადიანიძის მამიდა მუშაობდა, ნინო დადიანიძემ დატოვა. ინფორმაციას გადაცემაში „შენი ამბავი“ კლინიკის დირექტორი ადასტურებს და განმარტავს, რომ განცხადება ქალმა თავად დაწერა და მიზეზი არ დაუსახელებია.

„ჩვენთან ნამდვილად აღარ მუშაობს. საკუთარი სურვილით, დაახლოებით ერთი თვეა, დაწერა განცხადება და წავიდა. 

მიზეზი არ დაუსახელებია. თავს არ გრძნობდა კარგად, შვებულება სრულად გამოიყენა და მერე წავიდა. დიდი ხანი მუშაობდა ჩვენთან, სავარაუდოდ, 12 წელი იქნება“, - ამბობს კლინიკის დირექტორი. 

ცნობისთვის, დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წელს გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ერთ თვეში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×