რეზონანსი
14.09.2026

 "40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 ათას ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება" - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გააკეთა.

საქართველოში ქონების გადასახადის რეგულაციები იცვლება - როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით მიღებული ახალი ინიციატივის მიხედვით, არსებული 40 000-ლარიანი ზღვარი სრულად გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ იმ მოქალაქეებზე შენარჩუნდება, რომელთა წლიური შემოსავალი 100 000 ლარს შეადგენს ან აჭარბებს.

„მინდა ახალი ინიციატივა გავაჟღერო, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისათვის, ფინანსთა სამინისტროსთან აქტიურ კოორდინაციაში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც დაჩქარებული წესით იქნება მიღებული, რომ 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 ათას ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება", - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×