რეზონანსი
14.09.2026

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სომხეთისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეწყდება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია კომპანია „გაზპრომ არმენია“-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მაგისტრალურ გაზსადენზე ,,ჩრდილოეთ კავკასია- ამიერკავკასია" დაგეგმილი კომპლექსური პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, 15-დან 25 სექტემბრამდე პერიოდში გაზსადენით სომხეთისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეწყდება.

ამ პერიოდში რესპუბლიკის მომხმარებლების შეუფერხებელი და საიმედო გაზმომარაგება შეზღუდვების გარეშე განხორციელდება შიდა რეზერვებისა და ირანის ისლამური რესპუბლიკიდან მიწოდებული ბუნებრივი გაზის დამატებითი მოცულობების ხარჯზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×