
თუ გვინდა მივიღოთ კარგი, ნამდვილი განათლება, სიბრძნე მოვიპოვოთ, არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით და მარტო გონების, მეხსიერების განვითარებით. ამასთან ერთად უპირველეს ყოვლისა უფალი ჩვენგან ელოდება გულის სიწმინდეს, ესაა სულიერი განვითარება, - ამის შესახებ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, შიო მესამემ ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, სიბრძნის დასაწყისია ღვთის შიში.
“გილოცავთ, დღევანდელ დღეს, ახალი საეკლესიო წლის დაწყებას. ახალი წლის დასაწყისში, ყოველთვის გვაქვს იმედი, რომ ეს წელი იქნება უფრო ბედნიერი, უფრო კარგი, მოხდება სასიკეთო ცვლილებები ჩვენს სულსა და ცხოვრებაშიც.
დღეს ასევე იწყება სასწავლო წელიც. როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, მთავარი სიბრძნე არის თვით სიბრძნის მოხვეჭა და მისი მოხვეჭა უმჯობესია ყოველგვარი ოქროსა თუ ვერცხლის მოხვეჭაზე. სიბრძნის დასაწყისი რა არის? - ღვთის შიში. ასე, რომ თუ გვინდა მივიღოთ კარგი, ნამდვილი განათლება, სიბრძნე მოვიპოვოთ, არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით და მარტო გონების, მეხსიერების განვითარებისთვის. ამასთან ერთად უპირველეს ყოვლისა უფალი ჩვენგან ელოდება გულის სიწმინდეს, ესაა სულიერი განვითარება“, - აღნიშნა პატრიარქმა.