
ყოველგვარ მორალს მიღმაა ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულურება, როგორიც გახლდათ ზურაბ ლაზარე ჯორბენაძე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, - განაცხადა „იმედის კვირასთან" ინტერვიუში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის წერილებზე საუბრისას.
მისი თქმით, ლაზარე ჯორბენაძის პირადი ტრაგედიის პოლიტიკაში გადატანა და ამით დივიდენდების მიღების მცდელობა ამორალურია.
„ჩვენ ასეთი სცენარები არაერთი გვინახავს, როდესაც გარკვეული პირები მთავარი ამბიდან აქცენტის სხვაგან გადატანას ცდილობდნენ", - აღნიშნა შაქარიშვილმა.
შაქარიშვილის მიაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან პოლიტიკაში შევიდა.
„რა თქმა უნდა, ამას ვერ ექნება ვერანაირი განვითარება. ადამიანის პოლიტიკური კარიერა, რომლის წინააღმდეგაც არის ჯარის ძარცვის ბრალი წაყენებული, რა თქმა უნდა, დარჩება იქ, სადაც დაიწყო - „ასავალ დასავალთან", „პატრიორტთა ალიანსთან" დიტო ჩუბინიძესთან და მსგავს ოდიოზურ ფიგურებთან. ეს ვერანაირი პოლიტიკური პროცესში ვერ გადაიზრდება. სამწუხაროა ის, რომ საერთოდ ვხედავთ ირაკლი ღარიბაშვილს ასეთ ბინძურ პოლიტიკური თამაშში. ვხედავთ, რომ ის აღმოჩნდა ისეთ პოლიტიკურ კამპანიაში „ასავალ-დასავალთან", „პატრიოტთა ალიანსთან" და კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან" ერთად, რომლის მიზანიც არის საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანება. რაც არ უნდა ისაუბროს ღარიბაშვილმა, რომ ზეთი და წყალი ერთმანეთში არ ერევა, ყველაფერი იზომება შედეგით", - განაცხადა შაქარიშვილმა.