რეზონანსი
13.09.2026

გენერალი დენის პროკოპენკო ახლად ჩამოყალიბებული „აზოვის" ძალების სარდლობას იბარებს. უკრაინული მედია ინფორმაციას უკრაინის ეროვნული გვარდიის „აზოვის" პირველ კორპუსზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, მანამდე, პროკოპენკო უკრაინის ეროვნული გვარდიის „აზოვის" პირველ კორპუსს მეთაურობდა.

„აზოვში" აღნიშნავენ, რომ პროკოპენკოს ხელმძღვანელობით ქვედანაყოფმა მოხალისეთა ფორმირებიდან პროფესიულ საბრძოლო შენაერთად განიცადა ტრანსფორმაცია.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 26 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პროკოპენკო დონეცკის ოლქში შექმნილი ძალების ორი ჯგუფიდან ერთ-ერთს უხელმძღვანელებდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×