რეზონანსი
13.09.2026

ვატიკანში, საკვირაო ლიტურგიისას, რომის პაპი 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებს გამოეხმაურა და 25 წლის წინ დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. ლეო XIV-მ სოლიდარობა გამოუცხადა მათაც, ვინც საზარელი თავდასხმების იარებს ახლაც იშუშებს. კათოლიკური ეკლესიის ლიდერი მსოფლიოში დღეს არსებულ ძალადობასაც შეეხო და მსოფლიოს მშვიდობისკენ მოუწოდა.

„კვლავ აღვავლენ ლოცვებს მათთვის, ვინც დაიღუპა და მათთვის, ვინც იმ ტრაგიკული დღის იარებს დღემდე ატარებს. იმ ფონზე, როდესაც კონფლიქტები და ძალადობა ჩვენს ამდენ ძმასა და დას ეხება, ყველას მოვუწოდებ, ილოცონ, რათა უფალმა დედამიწას მშვიდობის წყალობა მიანიჭოს", - განაცხადა პაპმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×